Saturday, October 15, 2016

მეცხრე დღე

მეცხრე  დღეს,  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  ჩვენს  საქაღალდეებს.  წარვადგინე კოლეგების  წინაშე  პრეზენტაცია  და  მოვუსმინეთ  ერთმანეთს.  ავტვირთე  დრაივზე  ჩემი  პორტფოლიოები  და  გამოვაქვეყნე  ბლოგზე.
ზღაპრების  სამყაროში

მერვე დღე

ვისაუბრეთ  სსმ,  არაქართულენოვან  და  ნიჭიერ  მოსწავლეებზე.  აგრეთვე,  ადამიანის  აღქმის  განვითარების  სტილზე.  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  პორტფოლიოს.  ვისაუბრეთ,  რომ  მასწავლებლები  უნდა  ვიყოთ  ფასილიტატორები  და  დავეხმაროთ  მოსწავლეებს  გაზეთის  შექმნაში.

Friday, October 14, 2016

მეშვიდე დღე

მეშვიდე  დღეს  ვიმუშავეთ  თემაზე, როგორ  უნდა  შევაფასოთ  მოსწავლის  სწავლა.  როგორ  შეიძლება  ჩავრთოთ  მოსწავლეები  შეფასების  პროცესში.

მეექვსე დღე

მეექვსე  დღეს  ვიყავი  მოსწავლის  როლში  და  შევქმენი  ელექტრონული  გაზეთი  აღნიშნული  პროექტის  თემაზე.  ამის  შემდეგ  გამოვიყენე  ,,დაფიქრდი,  დაწყვილდი,  გაუზიარე"  აქტივობა  და  ვესაუბრე  კოლეგებს  საკუთარ  პროექტზე  და  მივიღე  რჩევები.