Tuesday, September 13, 2016

მეხუთე დღე

მეხუთე  დღის  შეფასება:
მეხუთე  დღეს  კიდევ  ერთხელ  გადავხედე  გეგმას  და  შევიტანე  ცვლილებები,  რის  შემდეგაც  დავიწყე  მუშაობა  პროექტის  პრეზენტაციაზე.  ასევე  საუბარი  გვქონდა  საავტორო  უფლებების  წესების  დაცვაზე.

მეოთხე დღე

მეოთხე  დღის  შეფასება:
მეოთხე  დღეს  ვიმუშავე  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე  და  მოხდა  საბოლოო  შეჯერება  კითხვების.  ასევე,  განვიხილე  შეფასების  დროის  ჩარჩო  და  გავწერე  შეფასების  მოკლე  მონახაზი.

მესამე დღე

მესამე  დღის  შეფასება:
მესამე  დღეს   დავიწყე  მუშაობა  სასწავლო  პროექტის  გეგმაში  და  შევიტანე  ინფორმაცია,  თუ  რა  თემაზე  ვაკეთებდი  პროექტს.  მოვარგე  ეროვნული  სასწავლო  გეგმიდან  სტანდარტები  და  გავწერე  მიზანი.  ასევე  21-ე  ს-ის  სამი  მიზანი,  რომელ  უნარზედაც  უნდა  გავიყვანო  მოსწავლეები.

მეორე დღე

მეორე  დღის  შეფასება:
მეორე  დღეს  საუბარი  გვქონდა  პუბლიკაციის  შექმნაზე.  კონკრეტულად,  შევქმენი  ბუკლეტი,  რომელიც  მოვამზადე  მშობლისთვის,  სადაც  გაწერილი  იყო  ინფორმაცია,  თუ  რა  მოეთხოვებოდა  მშობელს  და  ბავშვს  პროექტზე  მუშაობის  დროს.  ამის  შებდეგ  გავიარე  რეგისტრაცია  ბლოგზე  და  დავწერე  კომენტარი.